Independent Media to Produce In-Depth Public Affairs Reporting in Georgia 

Internews will support five Georgian media outlets  –  Radio Marneuli, Mtisambebi, Batumelebi, Studio Monitor and Indigo – to produce and distribute series of stories about issues of importance for the Georgian audiences.

The support is provided under the region-wide Expanding Production of Independent Content (EPIC) project. 

The EPIC project aims to champion a strong independent media sector in the Eastern Europe and the Caucasus region that is resistant to powerful interests seeking to manipulate, isolate, or control the press. The project supports local and cross-border content production, consulting, and networking events for media partners. The EPIC project is active in Georgia, Armenia, Ukraine, Hungary, Poland, and Romania. 

One of the project’s objectives is to produce and disseminate high-quality, credible and impactful video and multimedia stories across platforms that address issues of importance to local communities and counters disinformation. The issues of importance are (but not limited to): wars, conflicts, and security; European and Euro-Atlantic integration; human rights; education and employment; health, living standards, and social welfare; economy; the youth affairs; debunking disinformation and fakes. 

The five media outlets, selected through the competitive process, will receive grants of USD $8,000 each and consultancy support, as needed, to produce and share in-depth video and multimedia stories and social media content. The duration of grants is from four to eight months.  

For more information, contact EPIC project coordinator in Georgia, Mariam Menabde ([email protected])

Internews is a nonprofit that supports independent media in 100 countries – from radio stations in refugee camps, to hyper-local news outlets, to filmmakers and technologists. Internews trains journalists and digital rights activists, tackles disinformation, and offers business expertise to help media outlets thrive financially. For nearly 40 years, it has helped partners reach millions of people with trustworthy information that saves lives, improves livelihoods, and holds institutions accountable. www.internews.org 


საქართველოში დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ 

14 ივლისი, 2023 

„ინტერნიუს – ნეთვორქი“ საქართველოს ხუთ მედიასაშუალებას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჟურნალისტური მასალების მომზადებასა და გავრცელებაში დაეხმარება. ეს მედიასაშუალებებია: სათემო რადიო „მარნეული“, „მთისამბები“, „ბათუმელები“, „სტუდია მონიტორი“ და „ინდიგო“. აღნიშნული ინიციატივა რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება (EPIC)“ ფარგლებში ხორციელდება. 

პროექტი „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება“ (Expanding Production of Independent Content/EPIC) მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში ძლიერი და დამოუკიდებელი მედიასექტორის მხარდაჭერას და მანიპულირების, იზოლირების და კონტროლის მცდელობების მიმართ მედიის რეზისტენტულობის გაძლიერებას. პროექტი მხარს უჭერს ჟურნალისტური მასალების წარმოებას, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორული ჟურნალისტური პროექტების ფარგლებში, კონსულტაციებსა და ქსელურ ღონისძიებებს მედიაპარტნიორებისათვის. პროექტში ჩართული ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, პოლონეთი და რუმინეთი. 

პროექტის ერთ-ერთი მიზანია მაღალი ხარისხის, სანდო და მნიშვნელოვანი ვიდეო და მულტიმედიური მასალების წარმოება და გავრცელება სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით. მედიაპარტნიორები გააშუქებენ საქართველოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და დაუპირისპირდებიან დეზინფორმაციას. მნიშვნელოვან საკითხთა ჩამონათვალი მოიცავს შემდეგს: ომი, კონფლიქტები და უსაფრთხოება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; ადამიანის უფლებები; განათლება და დასაქმება; ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი და სოციალური კეთილდღეობა; ეკონომიკა; ახალგაზრდობის საკითხები; დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გამოვლენა. 

საკონკურსო წესით შერჩეული ხუთი მედიასაშუალება მიიღებს გრანტს (თითოეული 8000 აშშ დოლარის ოდენობით) და, საჭიროებისამებრ, საკონსულტაციო მხარდაჭერას სიღრმისეული ვიდეო და მულტიმედიური მასალებისა და სოციალური მედიაკონტენტის მოსამზადებლად და გასავრცელებლად. მედიაპროექტების ხანგრძლივობაა ოთხიდან რვა თვემდე. 

მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს საქართველოში, მარიამ მენაბდეს ([email protected]).  

ინტერნიუსი არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიას მსოფლიოს 100 ქვეყანაში, მათ შორის ადგილობრივ მედიასაშუალებებს, ლტოლვილთა ბანაკებში განლაგებულ რადიოსადგურებს, კინორეჟისორებს, ტექნოლოგიური მედიის მწარმოებლებსა და სხვა პარტნიორებს. ინტერნიუსი ატარებს ტრენინგებს ჟურნალისტებისთვის და ციფრული უფლებების აქტივისტებისთვის, უპირისპირდება დეზინფორმაციას და მედიასაშუალებებს სთავაზობს ბიზნესკონსულტაციებს ფინანსური მდგრადობის მისაღწევად. თითქმის 40 წელია, რაც ინტერნიუსის მხარდაჭერით პარტნიორები მილიონობით ადამიანს აწვდიან სანდო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ზრდიან ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებას. 

www.internews.org