განაცხადების მოთხოვნა პროექტი „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება (EPIC)“

22 სექტემბერი, 2023

საქართველოში ცხადდება მედიაპარტნიორების შესარჩევი ღია კონკურსი საერთაშორისო ჟურნალისტური მასალების წარმოების მხარდასაჭერად პროექტის „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება (EPIC)“ ფარგლებში.

„დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება (EPIC)“ რეგიონული პროექტია, რომელიც შვიდ ქვეყანას მოიცავს. პროექტში ჩართულია:  საქართველო, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია და პოლონეთი. პროექტის მიზანია ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე მაღალი ხარისხის, სანდო და მნიშვნელოვანი მასალების წარმოება და გავრცელება და დეზინფორმაციასთან დაპირისპირება. პროექტი მხარს უჭერს ადგილობრივი და საერთაშორისო ჟურნალისტური მასალების წარმოებას, კონსულტაციებს და ქსელურ ღონისძიებებს მედიაპარტნიორებისათვის შვიდ ქვეყანაში.

კონკურსის ფარგლებში, მედიასაშუალებებს და მედიაკონტენტის ინდივიდუალურ მწარმოებლებს შეუძლიათ წარადგინონ ა) ინდივიდუალური პროექტები (solo projects), რათა დამოუკიდებლად შექმნან მედიამასალები პროექტ EPIC -ის რომელიმე სხვა ერთ ან რამდენიმე  ქვეყანაში/ებში, ბ) ერთობლივი პროექტები (collaborative projects), რომელთა ფარგლებში პროექტ EPIC-ში ჩართული მინიმუმ ორი ქვეყნის მედიასაშუალებები ან კონტენტის ინდივიდუალური მწარმოებლები ერთობლივად შექმნიან მედიამასალებს ან/და გ) უკრაინაში ან უკრაინის შესახებ მომზადებული მედიამასალები UkraineWorld-ის რესურსების გამოყენებით (UkraineWorld projects). განმცხადებლებს შეუძლიათ წარმოადგინონ მაქსიმუმ სამი პროექტი ერთ, ორ ან სამივე კატეგორიაში.

შერჩეული განმცხადებლები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას გრანტების სახით და მენტორულ დახმარებას ერთ საკითხზე ან საერთო თემაზე მედიამასალების ციკლის (მინიმუმ ორი მასალა) მოსამზადებლად. პროექტ EPIC-ის ფარგლებში წარმოებულ საერთაშორისო თემატიკის მედიამასალებში გამოყენებულ უნდა იქნას ინოვაციური მულტიმედიური ინსტრუმენტები თხრობის გასამდიდრებლად და აუდიტორიის ფართო სპექტრის მოსაცავად.

განმცხადებლებს ექვსი თვე ექნებათ პროექტების მოსამზადებლად და გამოსაქვეყნებლად.

გრანტების ოდენობა მერყეობს 3,500 აშშ დოლარიდან 8.000 აშშ დოლარამდე პროექტების კატეგორიების მიხედვით.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტით პროექტ EPIC-ის კოორდინატორთან საქართველოში, მარიამ მენაბდესთან, მისამართზე [email protected]. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 ოქტომბერი.

იხილეთ თანდართული „განაცხადების მოთხოვნის“ სრული დოკუმენტი, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმები. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტ EPIC-ის კოორდინატორს საქართველოში, მარიამ მენაბდეს, მისამართზე [email protected].


Request for Applications

Expanding Production of Independent Content (EPIC) project

An open call is announced for media partner selection in Georgia to produce cross-border reporting content under the Expanding Production of Independent Content (EPIC) project.

Expanding Production of Independent Content (EPIC) is a regional project, active in seven countries: Armenia, Georgia, Hungary, Poland, Romania, Slovenia, and Ukraine. The project aims to produce and disseminate high-quality, credible content that covers locally identified issues of importance that are shared across borders in the project countries and have the potential to counter disinformation. The project supports local and cross-border content production, consulting, and networking events for media partners in seven countries.

Media outlets and individual content producers may propose a) solo projects, as part of which they produce content in one or more other EPIC countries on their own, b) collaborative projects, as part of which applicants from at least two EPIC countries produce content within a joint project, and/or c) stories from or about Ukraine produced using UkraineWorld resources. Applicants can propose up to three projects, which can be under any or all of the three categories.

Selected applicants will receive financial support in the form of grants and mentorship to produce a series of stories (at least two) about a on a single topic or common theme. Cross-border content produced in the EPIC project should make use of innovative multimedia tools to drive its storytelling and reach a wide range of audiences.

Applicants will have six months to produce and publish their projects.

Depending on the category of projects, grants will range from USD 3,500 to USD 8,000.

Applications must be submitted by October 27, 2023, via email to EPIC project coordinator in Georgia, Mariam Menabde at [email protected].

A full Request for Applications, an Application Form and a Budget Template are attached below. For more information, contact EPIC project coordinator in Georgia, Mariam Menabde at [email protected].