Request for Applications: Expanding Production of Independent Content (EPIC) Project

An open call is announced for media partner selection in Georgia to produce cross-border reporting content under the Expanding Production of Independent Content (EPIC) project.

Expanding Production of Independent Content (EPIC) is a regional project, active in seven countries: Armenia, Georgia, Hungary, Poland, Romania, Slovenia, and Ukraine. The project aims to produce and disseminate high quality, credible content that covers locally identified issues of importance that are shared across borders in the project countries and have the potential to counter disinformation. The project supports local and cross-border content production, consulting, and networking events for media partners in seven countries.

Media outlets and individual content producers may propose a) solo projects, as part of which they produce content in one or more other EPIC countries on their own, b) collaborative projects, as part of which applicants from at least two EPIC countries produce content within a joint project, and/or c) stories from or about Ukraine produced using UkraineWorld resources. Applicants can propose up to three projects, which can be under any or all of the three categories.

Selected applicants will receive financial support in the form of grants and mentorship to produce and distribute a series of stories (at least two) on a single topic or common theme. Cross-border content produced in the EPIC project should make use of innovative multimedia tools to drive its storytelling and reach a wide range of audiences.

EPIC will support up to five grants issued under any one or all of the above-listed three categories.

Applicants will have six to eight months to produce and publish their projects.

Grants are up to USD 8,000 in three different project categories.

Applications must be submitted by May 31, 2024, via email to EPIC Grants Specialist, Maria Bors at [email protected].

A full Request for Applications, an Application Form and a Budget Template are attached below. For more information, contact EPIC Grants Specialist, Maria Bors at [email protected].


განაცხადების მოთხოვნა: პროექტი „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება” (EPIC)

საქართველოში ცხადდება მედიაპარტნიორების შესარჩევი ღია კონკურსი საერთაშორისო ჟურნალისტური მასალების წარმოების მხარდასაჭერად პროექტის „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება (EPIC)“ ფარგლებში.

„დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება (EPIC)“ რეგიონული პროექტია, რომელიც შვიდ ქვეყანას მოიცავს. პროექტში ჩართულია:  საქართველო, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია და პოლონეთი. პროექტის მიზანია ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე მაღალი ხარისხის, სანდო და მნიშვნელოვანი მასალების წარმოება და გავრცელება და დეზინფორმაციასთან დაპირისპირება. პროექტი მხარს უჭერს ადგილობრივი და საერთაშორისო თემატიკის ჟურნალისტური მასალების წარმოებას, კონსულტაციებს და ქსელურ ღონისძიებებს მედიაპარტნიორებისათვის შვიდ ქვეყანაში.

კონკურსის ფარგლებში, მედიასაშუალებებს და მედიაკონტენტის ინდივიდუალურ მწარმოებლებს შეუძლიათ წარადგინონ ა) ინდივიდუალური პროექტები (solo projects), რათა დამოუკიდებლად შექმნან მედიამასალები პროექტ EPIC -ის რომელიმე სხვა ერთ ან რამდენიმე  ქვეყანაში/ებში, ბ) ერთობლივი პროექტები (collaborative projects), რომელთა ფარგლებში პროექტ EPIC-ში ჩართული მინიმუმ ორი ქვეყნის მედიასაშუალებები ან კონტენტის ინდივიდუალური მწარმოებლები ერთობლივად შექმნიან მედიამასალებს ან/და გ) უკრაინაში ან უკრაინის შესახებ მომზადებული მედიამასალები UkraineWorld-ის რესურსების გამოყენებით (UkraineWorld projects). განმცხადებლებს შეუძლიათ წარმოადგინონ მაქსიმუმ სამი პროექტი ერთ, ორ ან სამივე კატეგორიაში.

შერჩეული განმცხადებლები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას გრანტების სახით და მენტორულ დახმარებას ერთ საკითხზე ან საერთო თემაზე მედიამასალების  (მინიმუმ ორი მასალა) მოსამზადებლად და გასავრცელებლად. პროექტ EPIC-ის ფარგლებში წარმოებულ საერთაშორისო თემატიკის მედიამასალებში გამოყენებულ უნდა იქნას ინოვაციური მულტიმედიური ინსტრუმენტები თხრობის გასამდიდრებლად და აუდიტორიის ფართო სპექტრის მოსაცავად.

განმცხადებლებს ექვსიდან რვა თვემდე ექნებათ პროექტების მოსამზადებლად და გამოსაქვეყნებლად.

გრანტების ოდენობა 8.000 აშშ დოლარამდეა პროექტების კატეგორიების მიხედვით.

პროექტი EPIC-ი გასცემს არაუმეტეს 5 გრანტისა.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტით პროექტ EPIC-ის გრანტების სპეციალისტთან, მარია ბორსთან, მისამართზე [email protected]. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი.

იხილეთ თანდართული „განაცხადების მოთხოვნის“ სრული დოკუმენტი, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმები. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტ EPIC-ის გრანტების სპეციალისტს, მარია ბორსს, მისამართზე [email protected].