განაცხადების მოთხოვნა (Request For Applications)

საგრანტო კონკურსი ადგილობრივი კონტენტის წარმოების მხარდასაჭერად

პროექტი “დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება”

საქართველო

პროექტის ზოგადი მიმოხილვა

საქართველოში პროექტის „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება (EPIC)“ ფარგლებში მედიაპარტნიორების ღია შესარჩევი კონკურსი ცხადდება.

პროექტი „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება“ (Expanding Production of Independent Content/ EPIC) მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში ძლიერი და დამოუკიდებელი მედიასექტორის მხარდაჭერას. პროექტი მხარს უჭერს ჟურნალისტური მასალების წარმოებას, საერთაშორისო ჯგუფურ ჟურნალისტურ პროექტებს, კონსულტაციებს, და ქსელურ ღონისძიებებს მედიაპარტნიორების მონაწილეობით.პროექტში ჩართული ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია და პოლონეთი.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია მაღალი ხარისხის, სანდო და მნიშვნელოვანი ვიდეო და მულტიმედიური მასალების წარმოება და გავრცელება სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით. მედიაპარტნიორები გააშუქებენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და დაუპირისპირდებიან დეზინფორმაციას. მნიშვნელოვან საკითხთა ჩამონათვალი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: ომი, კონფლიქტები და ვითარება რეგიონში; ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; არჩევნები; ადამიანის უფლებები, მათ შორის, უმცირესობების უფლებები; განათლება და დასაქმება; ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი და სოციალური კეთილდღეობა; დეზინფორმაციის და ყალბი ამბების გამოვლენა; ეკონომიკა; ახალგაზრდობის საკითხები.

მინიმუმ ერთი გრანტი გადაეცემა მედიასაშუალებას, რომელიც ახალგაზრდობის საკითხებს გააშუქებს. 

მინიმუმ ერთი გრანტი გადაეცემა მედიასაშუალებას, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს გააშუქებს. 

მნიშვნელოვან საკითხთა დეტალური ჩამონათვალი იხილეთ თანდართული დოკუმენტი „განაცხადების მოთხოვნა“.

პროდუქტები და მომსახურება

საგრანტო პროექტის ფარგლებში, თითოეულ მედიაპარტნიორს მოეთხოვება მინიმუმ ოთხი ვიდეომასალის (stand-alone video) ან/და მულტიმედიური მასალის შექმნა, ასევე, ამავე მასალების სოციალური მედიაპლატფორმებისთვის ადაპტირებული მოკლე ვიდეო ვერსიების მომზადება და გავრცელება Facebook, Instagram, YouTube, TikTok სოციალური მედიაპლატფორმების მეშვეობით.

წარმოებული კონტენტი საინტერესო უნდა იყოს სამიზნე აუდიტორიისთვის და პასუხობდეს სამიზნე აუდიტორიის საინფორმაციო მოთხოვნებს.

ჟურნალისტური მასალების სერია უნდა გაერთიანდეს საერთო თემით ან ერთმანეთთან დაკავშირებული თემებით. საუკეთესო მასალებში გადმოიცემა ადამიანური ისტორიები, რომლებშიც აისახება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემები და გამოწვევები.

პრიორიტეტული ფორმატებია:
  • ვიდეო
  • მულტიმედია, რომელშიც ინფორმაცია წარმოადგენილია  ტექსტური, ვიდეო ან/და ფოტო ან/და ინფოგრაფიკული ან/და ინტერაქტიული თხრობის ხერხებით.

მედიაპარტნიორები წარმოებულ მასალებს მათი ტრადიციული ან/და ვებმედიის და სოციალური მედიის არხებით გაავრცელებენ, მათ შორის, დასპონსორებული დისტრიბუციის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია ფორმატებისა და თემების შესახებ მოცემულია თანდართულ დოკუმენტში „განაცხადების მოთხოვნა“.

ბიუჯეტი

შერჩეული მედიაპარტნიორები მიიღებენ 8000 აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტებ ოთხი ძირითადი მასალისა და სოციალური მედიისთვის ადაპტირებული ოთხი დამატებითი ვერსიის შესაქმნელად (სულ რვა მასალა). გრანტი დაფარავს ჟურნალისტური მასალების წარმოების და გავრცელების ხარჯებს, ხელფასებს, აღჭურვილობას,  საპრომოციო ღონისძიებების ხარჯებს და სხვა აუცილებელ ხარჯებს.

პროექტი EPIC-ის მოცემული კონკურსის ფარგლებში, იგეგმება მაქსიმუმ ხუთი გრანტის გაცემა.

მასალების წარმოების გეგმა

მედიაპარტნიორებმა უნდა მოამზადონ თვეში მინიმუმ ერთი ძირითადი მასალა და ერთი ადაპტირებული ვერსია. მასალების გამოქვეყნება იგეგმება 2024 წლის მარტიდან.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობაა ექვსი თვე.

შერჩეული მედიაპარტნიორების პასუხისმგებლობა

შერჩეულმა მედიაპარტნიორებმა უნდა აწარმოონ და გაავრცელონ ვიდეო და მულტიმედიური მასალები. დამატებითი ინფორმაცია მედიაპარტნიორების პასუხისმგებლობის შესახებ მოცემულია თანდართულ დოკუმენტში „განაცხადების მოთხოვნა“.

შერჩეული მედიაპარტნიორების მხარდაჭერა

მედიაპარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ საკონსულტაციო და მენტორული მხარდაჭერა პროექტების განხორციელების პროცესში. დამატებითი ინფორმაცია შემოთავაზებული მხარდაჭერის შესახებ მოცემულია თანდართულ დოკუმენტში „განაცხადების მოთხოვნა“.

კონკურსის მონაწილეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედიამასალებს მოამზადებენ ცენტრალური და ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და გავრცელების არხების მქონე კონტენტის ინდივიდუალური მწარმოებლები (იურიდიულად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეები)თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

პროექტ EPIC-ის მედიაპარტნიორებს, რომლებიც ამჟამად ახორციელებენ გრანტით დაფინანსებულ პროექტებს, აქვთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება.

დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ მოცემულია თანდართულ დოკუმენტში „განაცხადების მოთხოვნა“.

განაცხადის მოთხოვნები

განმცხადებლებმა უნდა შეავსონ და გამოაგზავნონ განაცხადის და ბიუჯეტის ფორმები, რომლებიც გამოქვეყნებულია „განაცხადის მოთხოვნასთან“ ერთად. წარმოდგენილ უნდა იქნეს: ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ, პროექტის მიზნები და აქტივობები, მათ შორის, ორი დაგეგმილი მასალის კონცეფცია/ იდეა, და ბიუჯეტი.

დამატებითი ინფორმაცია განაცხადის მოთხოვნების შესახებ მოცემულია თანდართულ დოკუმენტში „განაცხადების მოთხოვნა“.

შეფასების კრიტერიუმები

განაცხადები შეფასდება ორი ტიპის ძირითადი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ტექნიკური წინადადების შეფასება, მათ შორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • ფინანსური წინადადების (ბიუჯეტის) შეფასება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 8000 აშშ დოლარს რვა (8) მასალის დასამზადებლად.

შეფასების კრიტერიუმებისა და შეფასების სისტემის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი „განაცხადების მოთხოვნა“.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და კონტენტის მწარმოებლებმა შევსებული განაცხადი და ბიუჯეტი უნდა გადაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected]

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა – 25 თებერვალი, 2024.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარიამ მენაბდეს, პროექტის  კოორდინატორს: ელ.ფოსტა [email protected]


Request for Applications: Local Content Production Grants, EPIC Project in Georgia

Project Overview

An open call is announced for media partner selection in Georgia under the Expanding Production of Independent Content (EPIC) project.

The EPIC project aims to champion a strong independent media sector in the Eastern Europe and the Caucasus region. The project supports local and cross-border content production, consulting, and networking events for media partners. The EPIC project is active in Georgia, Armenia, Ukraine, Hungary, Poland, Romania, and Slovenia.

One of the project’s objectives is to produce and disseminate high-quality, credible, and impactful video and multimedia stories across platforms that address issues of importance to local communities and counter disinformation. These issues include (but are not limited to): wars, conflicts, and regional affairs; territorial integrity and security; European and Euro-Atlantic integration; elections; human rights, including the rights of minorities groups; education and employment; health, living standards, and social welfare; countering disinformation and fakes; the economy; and youth affairs.

At least one grant will be awarded to a partner targeting the youth audiences.  At least one grant will be awarded to a partner targeting the ethnic minority audiences.

For a detailed list of important issues, please refer to the attached “Request for Applications.”

Expected Products and Services

During the performance period of the grant, each media partner must produce at least four long-form video and/or multimedia stories as well as an additional four versions of the same stories adapted as short videos for posting on social media such as Facebook, Instagram, YouTube, and TikTok.

The content produced by media partners should be engaging and relevant to the current information needs and interests of target audiences. The series of stories should be linked by a common theme or interrelated themes. The best proposals will include engaging human stories reflecting the larger issues and problems impacting the daily lives of people.

The priority formats are as follows:
  • Video stories
  • Multimedia stories providing textual information in combination with video and/or photo galleries, infographics, and/or interactive tools.

Media partners will share and promote project-supported materials, including through sponsored distribution, on their traditional and/or web and social media channels.

For further information about formats and themes, please refer to the attached “Request for Applications.”

Budget

Selected media partners will receive up to $8,000 in grants to produce four stories and an additional four versions of the same stories adapted for social media (eight in total). These funds will cover production and distribution costs, salaries, equipment, promotional events, and other reasonable expenses.

The EPIC project aims to issue up to five grants.

Content Plan for Materials Production

Media partners should produce at least one main story and one adaptation per month, starting in March 2024.

The duration of the grant projects is six months.

Responsibilities of Selected Media Partners

Selected media partners must produce and distribute a series of video and multimedia stories. For more information on partner responsibilities, please refer to the attached “Request for Applications.”

Eligible Support for Selected Media Partners

Selected media partners are eligible to receive consulting/mentoring assistance to execute their projects. For further information about the offered assistance, please refer to the attached “Request for Applications.“

Eligibility of Contestants

The media content will be produced by independent national and local media outlets and individual content makers with established content channels (legally-registered as “individual entrepreneurs”) from Tbilisi and the regions of Georgia.

The current grantee media outlets funded by the EPIC project are also eligible to apply.

For further information about eligibility criteria, please refer to the attached “Request for Applications.”

Application Requirements

The applicants must fill out and submit the application form and the budget template attached to this package. They are required to provide general details about the applicant, the objectives and activities of the project – including two story ideas for the proposed content series – and budget costs. For full information about application requirements, please refer to the attached “Request for Applications.”

Evaluation Criteria

Applications will be evaluated according to two groups of main criteria:

  • Evaluation of the technical proposal, including compliance with the eligibility requirements;
  • Evaluation of the financial proposal (budget), which must not exceed $8,000 for producing eight materials.

For further information on the evaluation criteria and scoring system, please refer to the attached “Request for Applications.”

Submission Deadline

Interested media partners are asked to fill in the narrative application form and the budget template and submit via email to Mariam Menabde ([email protected]) by February 25, 2024. 

For additional information, please contact Mariam Menabde (Email: [email protected]), the project coordinator in Georgia.